weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

23:13 პარასკევი, 10 სექტემბერი 2021

პარლამენტის ყოფილი წევრი ზაზა გაბუნია მექსიკაში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ის მუშაობას ქალაქ მეხიკოში გააგრძელებს.

„ძალიან საინტერესო, ფართო გეგმები გვაქვს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წარმოჩენას და დაცვას. აქ გამოვყოფდი არ აღიარების პოლიტიკის გაძლიერებასა და განმტკიცებას. ასევე ამოცანაა ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, კულტურული დიპლომატია. სულ მალე, ოქტომბერში დაგეგმილი გვაქვს მარჯანიშვილის თეატრის დასის ვიზიტი მექსიკაში. ისინი მონაწილეობას მიიღებენ სერვანტინოს მსოფლიოში ძალიან ცნობილ ფესტივალში. ეს დიდი პატივია საქართველოსთვის, ხოლო ნოემბერში, ქართველი მწერლები მონაწილეობას მიიღებენ გვადალახარას წიგნის ბაზრობაზე“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „იმედთან“.

ზაზა გაბუნია 2016-2020 წლების მეცხრე მოწვევის პარლამენტის წვერი იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ის „ქართული ოცნებიდან“ ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. გაბუნია პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

2014-2016 წლებში ზაზა გაბუნია ნაძალადევის რაიონის გამგებელი იყო, 2010-2014 წლებში კი თბილისის საკრებულოს წევრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]