weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

გონივრული პოლიტიკით გავხსენით რუსეთის ბაზარი, მთელი ევროპა მიისწრაფის მისკენ – პრემიერი

16:13 კვირა, 12 სექტემბერი 2021

„მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ გახსნა ბაზრები. გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთის ბაზარი დაკეტილი იყო. ჩვენი მშრომელი ხალხი, ფერმერები ვერ ყიდდნენ მოყვანილ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე. ამ დროს, ძალიან დიდი ბაზარია და მთელი ევროპა და განვითარებული სამყარო მიისწრაფის ამ ბაზრის ასათვისებლად. ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით გავხსენით ეს ბაზარიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნინოწმინდაში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენისას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარიც გახსნა.

„ეს მართლაც იყო ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ უვიზო რეჟიმი. ევროკავშირში ნებისმიერი მოქალაქე საკუთარი პასპორტით გადაადგილდება ყოველგავრი ბარიერის გარეშე. თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან, თურქეთთან, მთელს დსთ-ს ქვეყნებთან და ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ, ჩვენმა მშრომელმა ხალხმა გამოიყენოს ეს ინსტრუმენტები და კარგად აითვისოს ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ ბაზრების გახსნით არის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა საარჩევნო დაპირებებიც გასცა. მან ნინოწმინდაში გამოსვლის დროსაც განაცხადა, რომ მომდევნო წლებში, სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რათა „არცერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი ქვეყენაში“.

„ნინოწმინდაში მართლაც უნიკალური სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოგყავთ თქვენი შრომით, თქვენი მშრომელი ხელებით. აქ არის ძალიან დიდი მიწები, მათ შორის, ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები, რომელიც აუცილებლად უნდა დამუშავდეს, მოხდეს პრივატიზება და დამატებითი ღირებულება შეიქმნას ამ მიწაზე. მეტი დოვლათი შეიქმნას, რომ მეტად გაძლიერდეს თქვენი ოჯახები, ეს მხარე და ეს ქალაქი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

 

ამ თემაზე იხილეთ „მთის ამბების“ რეპორტაჟი – ცხოვრება რისკის ფასად და რუსული ფულის იმედად მიტოვებული ჯავახეთი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]