weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნინოწმინდაში საკმარისი სამუშაო ადგილები იქნება, აქედან წასვლა აღარ მოუწევთ – მოსოიანი

17:09 კვირა, 12 სექტემბერი 2021

ქართულმა ოცნებამ დღეს ჯავახეთში, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მერობის კანდიდატები - ანივარდ მოსოიანი და მელქონ მაკარიანი წარადგინა. მოსოანმა, რომელიც მეორე ვადით იყრის მერის თანამდებობაზე კენჭს, მხარდამჭერებს ქართულ ენაზე მიმართა და თქვა, რომ აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს ნინოწმინდა უფრო განვითარებული და წარმატებული.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ახალგაზრდების ხელშეწყობა – მათ განვითარებაზე, განათლებაზე და დასაქმებაზე ზრუნვა. მწამს, რომ ნინოწმინდა გახდება ქალაქი, სადაც ახალგაზრდებს ყველა სფეროში ექნებათ წარმატების მიღწევის საშუალება; ქალაქი, რომელშიც ხანში შესული მოქალაქეების ყოველდღიურობა ნაკლებ სირთულესთან იქნება დაკავშირებული; სადაც საკმარისი სამუშაო ადგილები იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ არათუ სხვა ქვეყნებში, საქართველოს სხვა ქალაქსა და რაიონშიც კი აღარ დასჭირდებათ სამუშაოდ წასვლა“, – განაცხადა მოსოიანმა.

ამასთან, როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, „მხოლოდ ერთი შეხედვაც კმარა, რომ დავინახოთ, რამხელა პროგრესს მიაღწია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ“. ანივარდ მოსოიანს პროგრესის კონკრეტული მაგალითი არ დაუსახელებია.

ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წელს აირჩიეს. მიმდინარე წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისი კონკურენტები იქნებიან: ავაკ ბდოიანი (5 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და სურენ მოსოიანი (51 - საინიციატივო ჯგუფი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]