weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩავაბარებთ თმის ანალიზს – გახარია ნარკოტესტზე

20:21 ორშაბათი, 13 სექტემბერი 2021

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და თბილისის მეორობის კანდიდატი გიორგი გახარია, მზადყოფნას აცხადებს, ნარკოლოგიური შემოწმება ჩაიტაროს, თუმცა, ამას ევროპაში გააკეთებს და არა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც, მისი თქმით, პროვოკაციას უმზადებდნენ.

გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის „შესაძლო ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით“ მთელი სახელმწიფო მექანიზმი და უპირველესად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა.

„გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე.

იმისთვის, რომ არავის მივცეთ ასეთი სპეკულაციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ ჩავაბარებ ამ ტესტს, უფრო სწორად, არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გუნდთან თათბირის შემდეგ გადავდგამთ ნაბიჯს, დავკარგავთ საარჩევნო კამპანიისთვის ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. როგორც ვიცით, ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში და რა თქმა უნდა, იქნება საჯარო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა და ტესტის ჩატარებისკენ მერობის სხვა კანდიდატებსაც მუწოდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]