weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კობახიძის თქმით, ენმ-ისა და „სირცხვილიას“ ოფისებიდან პროვოკაციებზე ინფორმაცია ჟონავს

19:01 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021

პარტიაქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებმა იციან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს მძიმედ აგებენ, „გუნდი მოშლილია“ და მათი ოფისებიდან ინფორმაცია „ჟონავს“.

კობახიძის თქმით, წინასაარჩევნო გარემო „უპრეცედენტოდ მშვიდია, არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული საარჩევნო დარღვევა და ძალადობრივი ინცინდენტი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კუთვნილ ტელევიზიებს აშფოთებს“.

„სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა. თუმცა, როგორც ხედავთ, მათ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიეს. მეტიც, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის - სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება.

„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ - „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“. ასევე, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა თხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა“, – განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“, რაიმე დასაბუთება, რომ ასეთი საუბრები შედგა და უსმენენ თუ არა ოპოზიციას, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ეს არის ოფისებიდან გამოტანილი ინფორმაცია. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ამასთან დაკავშირებით თუ იქნება დამატებით საჭიროება, რა თქმა უნდა, ამაზეც შეგვიძლია საზოგადოებას ვესაუბროთ. ინფორმაციის წყარო არის მათი ოფისები - კიევი, თბილისი. აქედან ჟონავს ინფორმაცია, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მოუწოდებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს“ დასამძიმებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]