ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.15%-ია, ბოლო 14 დღის – 7.46%, ხოლო 7 დღის – 7.21%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2176 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, ხოლო რეგიონებში შემდეგი მონაცემებია:
იმერეთი – 357
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 243
კახეთი – 236
ქვემო ქართლი – 143
შიდა ქართლი – 138
აჭარა – 134
გურია – 59
მცხეთა-მთიანეთი – 58
სამცხე-ჯავახეთი – 42
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10
საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი სულ 589 727 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 554 618 უკვე გამოჯანმრთელდა, 8390 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 26 693 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 19 706 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 5637 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1322 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 18, იმერეთში – 30;
- 1350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 741 - თბილისში, 377 - აჭარაში.
მიმდინარე კვირის კოვიდსტატისტიკა ასეთია:
13 სექტემბერი – დაინფიცირდა 946 ადამიანი, გარდაიცვალა 48
14 სექტემბერი – დაინფიცირდა 3221 ადამიანი, გარდაიცვალა 54
15 სექტემბერი – დაინფიცირდა 2515 ადამიანი, გარდაიცვალა 60
16 სექტემბერი – დაინფიცირდა 2176 ადამიანი, გარდაიცვალა 43