weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სუს-თან „შკოდას“ დამტვრევის შემდეგ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები დააკავეს

18:47 ხუთშაბათი, 16 სექტემბერი 2021

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრებმა თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილი მიიყვანეს და უროებით დაამტვრიეს. ოპოზიციური პარტიის პერფორმანსი ინტერნეტში გავრცელებულ და სავარაუდოდ სუს-დან გაჟონილ, უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის შედეგად შექმნილ ფაილებს უკავშირდება.

„ეს მორდორი უნდა დაილეწოს და დაიფშვნას ზუსტად ისე, როგორც ამათი სიმბოლო „შკოდა ოქტავია“ დაილეწება“, – თქვა პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-Live-ში.

ავტომობილის დალეწვის შემდეგ პოლიციამ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები, საბურთალოსა და დიდუბის ოლქებში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები - ბორის ჩელე ყურუა და ნიკა მოსიაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]