„ეს მორდორი უნდა დაილეწოს და დაიფშვნას ზუსტად ისე, როგორც ამათი სიმბოლო „შკოდა ოქტავია“ დაილეწება“, – თქვა პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-Live-ში.
ავტომობილის დალეწვის შემდეგ პოლიციამ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები, საბურთალოსა და დიდუბის ოლქებში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები - ბორის ჩელე ყურუა და ნიკა მოსიაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.