„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისად დაუყოვნებლივ მოხდა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება 1 საათის განმავლობაში“, – განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა.
მისივე თქმით, უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.