weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხატია დეკანოიძემ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

13:01 ორშაბათი, 20 სექტემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურას განცხადებით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. საქმე ეხება, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ჩანაწერებს.

„ჩემი ეპიზოდი იყო ჩემი საუბარი, ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებს შორის. ამიტომ მე დღეს შემაქვს სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე. გულწრფელად მინდა ვთქვა, არ მაქვს იმედი, რომ ეს პროკურატურა ან სუს-ი ან შინაგან საქმეთა სმაინისტრო გამოიძიებს ამ მასიურ, ტოტალურ კონტროლს ადამიანებზე, მაგრამ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოსცილდება, როდესაც გვექნება თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა და დამოუკიდებელი პროკურატურა, ჩემი და ყველას განცხადება, ვინც ამ ტოტალურ კონტროლს გააპროტესტებს, იქნება გამოძიებული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან.

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფაილებში მოცემული ინფორმაცია ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან. ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ჩანაწერებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველმა.

14 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია – სახალხო დამცველი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]