weather cur horoscope tv
ოქტომბერი 18, 2021

ბათუმში პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული აშენდება – რიჟვაძე

13:34 ორშაბათი, 20 სექტემბერი 2021 hits 218

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძულის აშენება იგეგმება. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

„ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე - ჩვენ უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ახალი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ ძალიან სიღრმისეულ კვლევებს“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, ხელოვნური კუნძული დუბაიში არსებული პალმის კუნძულების მსგავსი იქნება.

„მოწვეული იქნებიან საერთაშორისო არქიტექტორები, დიზაინერები, მშენებლები. როგორც კი ამ ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობაც. რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება, ერთი მხრივ, უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და ჩვენ უკვე შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ტურისტული ლოკაციის გაჩენა, ამას დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]