„ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე - ჩვენ უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ახალი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ ძალიან სიღრმისეულ კვლევებს“, – განაცხადა რიჟვაძემ.
მისივე თქმით, ხელოვნური კუნძული დუბაიში არსებული პალმის კუნძულების მსგავსი იქნება.
„მოწვეული იქნებიან საერთაშორისო არქიტექტორები, დიზაინერები, მშენებლები. როგორც კი ამ ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობაც. რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება, ერთი მხრივ, უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და ჩვენ უკვე შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ტურისტული ლოკაციის გაჩენა, ამას დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.