weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პრემიერის და სუს-ის უფროსის გადადგომა ერთადერთი გამოსავალია – ხაზარაძე ე.წ. სუს-ის ფაილებზე

15:14 ორშაბათი, 20 სექტემბერი 2021

ყველა ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ უნდა იქნეს გამოძიებული ძალიან სწრაფად და ავთენტურობის დადასტურებისთანავე ქვეყნის მეთაური, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი უნდა გადადგნენ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან და სწორი გამოსავალი“, – განაცხადა პარტია ლელოს ლიდერმა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფაილებთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერები, რომელიც მასსა და სასულიერო პირების საუბრებს ასახავს, ავთენტურია. ის ყველას, ვინც საკუთარი თავი გავრცელებულ ჩანაწერებში ამოიცნო, ამის შესახებ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

„ეს არის კანონის უხეში დარღვევა და კიდევ ერთხელ ვადასტურებს ამ ჩანაწერების რეალურობას, ავთენტურობას. ასევე, კატეგორიულად ვგმობ ამ ფაილების ასე საჯაროდ ტრიალს იმიტომ, რომ ეს იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას.

კატეგორიულად ვგმობ იმ ფაქტს, რომ უსმენენ პატრიარქს, უსმენენ აღსარების საიდუმლოებას, ჩვენს სასულიერო პირებს და ეკლესიას. ამით ახდენენ ჩვენი ეკლესიის დისკრედიტაციას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობს.

2 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რათა „ქართული ოცნება“, პოლიტიკური ვირუსი დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფო უშიშროების სამსახურები ჩავაყენოთ ქვეყნის სამსახურში და არა მოქალაქეების საწინააღმდეგო სამსახურში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში გამოკითხვამდე.

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფაილებში მოცემული ინფორმაცია ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან. ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები.

გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ჩანაწერებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველმა.

14 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]