weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დავით კირკიტაძის თქმით, მის მხარდამჭერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სცემეს

17:21 სამშაბათი, 21 სექტემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში მცხოვრებ ივანე გველესიანს მისი მხარდაჭერის გამო წუხელ სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კირკიტაძის თქმით, ივანე გველესიანმა, რომელიც რუსთავის მერიის ერთ-ერთი ააიპ-ის, „რუსთავის კორპუსის“ თანამშრომელი იყო, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ მათ დავალებებს არ შეასრულებდა, არ შეუგროვებდა მხარდამჭერებსა და აქტივისტებს, რის გამოც სამსახურიდან წამოსვლა მოუწია.

„მან ღიად დააფიქსირა ჩემი მხარდაჭერა. ამის გამო რამდენჯერმე დაემუქრნენ, გუშინ ღამით სახლთან დახვდნენ და ვერაგულად გაუსწორდნენ. მას ოპერაცია გაუკეთეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სახის ძვლები ჩაუმტვრიეს“, – ამბობს კირკიტაძე მედიასთან.

ფოტო © tv4.ge

ივანე გველესიანის ცემის შესახებ ინფორმაცია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში დაზარალებულის ნათესავმაც დაადასტურა. 

„გააფრთხილეს, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ და რეალურად მოიყვანეს სისრულეში. ნათესავებს ეჭვი გვაქვს, რომ სახის არეში ე.წ. კასტეტით იყო ნაცემი“, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე „მთავარ არხთან“ და აღნიშნავს, რომ მისმა ნათესავმა თავდამსხმელი ვერ იცნო.

რუსთავის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, ნინო ლაცაბიძე მისი პარტიის წევრის ან მხარდამჭერის მიერ მსგავსი დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]