სამადაშვილის თქმით, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპელი კოლეგების ნდობა სრულად აქვს დაკარგული.
„ის მიღწევებიც, რაც 30 წლის მანძილზე დაგროვდა, დღეს არის საფრთხის ქვეშ, თუ ქვეყანაში არ შეიცვლება ხელისუფლება. „პარტნიორები ასე არ იქცევიან“ - ეს არის განაცხადი, რომ „ქართული ოცნება“ არ ითვლება პარტნიორად ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან“, – აღნიშნა ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, სალომე სამადაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიპლომატების ფარული მოსმენის საკითხზე საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ჰარცელის ინფორმაციი, შეხვედრაზე მას განუცხადეს ევროკავშირის პოზიციისა და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ.
„ჩვენ არ მიგვაჩნია ბუნებრივად, რომ საქართველოს მსგავსი ახლო მეგობარი და პარტნიორი ჩვენს წინააღმდეგ ამგვარ საქმიანობაში იქნებოდა ჩართული“, – თქვა ჰარცელმა.
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ელჩის დაბარებაში სკანდალური არაფერია.
„ასეთ პირობებში, როცა, სამწუხაროდ, მედიის მხრიდან ხდება უკვე მერამდენე დღეა ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ჩვენ ყველა ჩვენი არხებით ვართ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ განმარტებები მივცეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.