weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

შემდგომი ინვესტიციებისთვის ცუდი სიგნალია – კობახიძე „ენკას“ გადაწყვეტილებაზე

17:50 ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ენკას“ მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტა შემდგომი ინვესტიციებისთვის ცუდი სიგნალი იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს ყველა შემთხვევაში იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს და დიდი ინვესტიციები ჩაიდოს.

მთავრობას აქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის, ენერგეტიკის მიმართულებით და მილიარდობით დოლარის ინვესტიციების მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე Enka Insaat Ve Sanayi A.S-მა გამოაქვეყნა, რომელიც შპს „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს.

კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებს.

„ენკა რინიუებლზის“ საქართველოს წარმომადგენლობა ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. კომპანიაში გვითხრეს, რომ ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი, მერაბ ლომინაძე შვებულებაშია. განცხადება არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაუკეთებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]