weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჯერჯერობით ეს არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი საკითხი – მდინარაძე ნამახვანჰესზე

18:08 ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2021

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობასა და ინვესტორ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების გაწყვეტას ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, ეს საკითხი ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

„საქართველოში, შიგნით, რუსული დაკვეთით თუ ა.შ. იყო ძალიან ბევრი, ძალიან არასასიამოვნო აქტივობა. ზოგი ადამიანი შეიძლება ძალიან გულწრფელი იყო და რაღაცების მართლა სჯეროდა, იმიტომ, რომ აჯერებდნენ პიარულად პროპაგანდისტულად რაღაცებს, ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ვიღაცის შეკვეთით მოქმედებდა. მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მაგრამ მედიაციის ის პლატფორმა, რომელიც ჩვენთან ერთად, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგებს დადებს. ეს წინასწარი შეტყობინება შეწყვეტად, ჩემი აზრით... რა ინფორმაციაც ამ წუთას მაქვს, შეიძლება ვცდებოდე -

არ მგონია, არ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების ისეთი საფუძველი, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ ჯდება. მედიაციის პლატფორმის შედეგებზე დაყრდნობით უნდა ვიმსჯელოთ. როგორც მე ვიცი, ჯერჯერობით ეს არ არის საბლოოდ გადაწყვეტილი საკითხი“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე Enka Insaat Ve Sanayi A.S-მა გამოაქვეყნა, რომელიც შპს „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს. კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებს.

„ენკა რინიუებლზის“ საქართველოს წარმომადგენლობა ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. კომპანიაში გვითხრეს, რომ ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი, მერაბ ლომინაძე შვებულებაშია. განცხადება არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაუკეთებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]