weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

15:29 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ თანამდებობა დატოვა. ტელეკომპანია „ბორჯომთან“ ინტერვიუში ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

ზაზა ჩაჩანიძის თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ბორჯომის მერის თანამდებობის დასაკავებლად.

ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე 2014 წლის 15 ივლისიდან იყო. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ ქალაქ ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]