weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გვაინტერესებს როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი – წულუკიანი

15:04 პარასკევი, 24 სექტემბერი 2021

„ბატონი მელია უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი ხულიგანია“, – ასე გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროკავშირის ოფისთან „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

„ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ რომ გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“. აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა, როდესაც მიეჭრა ირაკლი კობახიძეს და მოხდა ის, რაც ვიხილეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინ, თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ევროკავშირის ოფისიდან გამოსული ირაკლი კობახიძე და შეხვედრაზე შესასვლელად მისული მელია ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებდნენ.

მელიას თქმით, კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დმანისში პროვოკაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო. ის კობახიძისკენ წავიდა და ჰკითხა, სჯერა თუ არა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად დაჭრა თავისი აქტივისტები. „ვინ თქვა ეგ?“, – უპასუხა კობახიძემ.

„ვინ თქვა კი არა, უსინდისო ხარ და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე უნამუსო, ბიძინა ივანიშვილის მონა, მართლა. შე ქვეშა*ჯვია, შენა, უნამუსო ბავშვო, შენ“, – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა კობახიძეს.

ირაკლი კობახიძემ მელიას შეაგინა, „ხულიგანი“, „ნაძირალა“, „პროვოკატორი“, „უინტელექტო“ და „ბინძური“ უწოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას გაარიდეს.

დაპირისპირების შემდეგ ევროკავშირის ოფისთან „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ. პარტია „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხდა, რომ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შეხვედრაზე მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სთხოვა, არ დაეტოვებინათ ოფისი.

„კარლ ჰარცელმა გვითხრა, რომ არ დაგვეტოვებინა ოფისი იმიტომ, რომ იქ თავი მოიყარეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, რომლებიც, როგორც გვითხრეს, იყვნენ აგრესიულები და გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი და კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან იმისათვის, რომ ყოფილიყო უზრუნველყოფილი უსაფრთხო დატოვება შენობის. მან ასეთი გარანტიები ვერ მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია რაღაც პერიოდი იქ ყოფნა და მერე ბოლოს მე ვუთხარი, რომ გავალთ შენობიდან, მადლობა გადავუხადე ზრუნვისათვის და დავტოვეთ შენობა. სამწუხაროა, რომ შსს-მ ვერ მისცა გარანტია ევროკავშირის ელჩს, რომ ჩვენ დავტოვებდით შენობას უსაფრთხოდ, ეს არის წარმოუდგენელი რამ, ფაქტობრივად, ინსტიტუცია არის ჩამოშლილი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]