weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს ავტომობილი დაუცხრილეს

13:04 შაბათი, 25 სექტემბერი 2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში, პარტიიდან „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილი დაუცხრილეს. ბენდელიანი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

„ავტომობილი ჩემს საცხოვრებელ სახლთან მქონდა გაჩერებული. დილით, საარჩევნო შტაბში შეხვედრაზე მივდიოდი და რომ გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ დაცხრილული იყო. სავარაუდოდ, 2-3 ტყვიაა მოხვედრილი. ეს ყველაფერი უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პოლიტიკურ აქტივობას და კამპანიას, რომელსაც მე ცაგერის რაიონში ვაწარმოებ. ეს არის შეშინებული ხელისუფლება, კობახიძე-ღარიბაშვილის ბოლო სახე. ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ“, – განაცხადა „რეგინფოსთან“ ბესარიონ ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მის სახლთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი „ამ მძიმე ფაქტზე მაინც მოახდნენ სათანადო რეაგირებას, სანამ უარესი მოხდება და ადამიანების სიცოცხლე დადგება რისკის ქვეშ“.

„პარტია წინასაარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად ვერ ატარებს. დღეს, გამთენიისას, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატ ბესარიონ ბენდელიანს. პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება „ოცნების“ ხელმძღვანელობას - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება, ბუნებრივია, შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს, გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ გაინძრნენ, თვეებია ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ და არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც განცხადება რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად შევიტანეთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბესარიონ ბენდელიანი ცაგერის მერობის კანდიდატად სექტემბრის დასაწყისში წარადგინა. ამავე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს გიორგი ნემსაძე იყრის. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]