დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა და გამარჯვება ახლოს არის.
„მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს: ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ, აიღოთ ბილეთი და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას.
მეორე, ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ ახლობლებს და ნათესავებს, უთხარით, რომ ყველანი არჩევნებზე მივიდნენ. არავინ ჩამოუშვას ხელები! ეს არის გადამწყვეტი დრო! მეგობრებო, ახლა ის დროა, როდესაც ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ, ყველაფერი უნდა ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც არის ახლოს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტმა ოპოზიციურ ძალებსაც მიმართა და გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ახლა გვმართებს ერთიანობა, ერთიანი ფრონტით უნდა შევიდეთ განსაკუთრებით გაყალბებების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, უნდა იყოს ფართო კოალიციური შეთანხმება, უნდა შევძლოთ ერთად ამ გარდამავალ პერიოდში სიტუაციის გამოცვლა. ახლა ყველანაირი ძველი ქიშპობა, კბენა უნდა დავივიწყოთ, თუ, რა თქმა უნდა, ვიღაც პირდაპირ ივანიშვილზე არ მუშაობს და მისგან არ იღებს ამისთვის ანაზღაურებას. აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგი ხალხია. მე ძალიან მომწონს, მაგალითად, „გირჩის“, ზურაბ ჯაფარიძის ხალხი, დიდი სიურპრიზია, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ ძალიან კარგი ახალგაზრდობა ჰყავს, ელენე ხოშტარიას ჰყავს ძალიან კარგი ხალხი, უამრავი სხვა ჯგუფია, რომელიც ძალიან საინტერესოა“, – აღნიშნავს სააკაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთ კვირაში, 2 ოქტომბერს გაიმართება.