weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ბუნდესტაგის არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა

10:22 ორშაბათი, 27 სექტემბერი 2021
ფოტოზე - სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი ფოტოზე - სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგი) არჩევნები მცირე უპირატესობით მემარცხენე ცენტრისტული მიმართულების „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიგო, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 25.7% მოიპოვა. მათმა მთავარმა კონკურენტმა, ანგელა მერკელის მემარჯვენე ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და „ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკმა 24.1%-ის აღება შეძლო.

არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 76% შეადგინა. ფედერალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 14.8% აქვთ „მწვანეებს“, 11.5% – „თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას“, ხოლო 10.3% პარტიას – „ალტერნატივა გერმანიისთვის“. „მემარცხენე“ პარტიას ამომრჩეველთა მხოლოდ 4.9%-მა მისცა ხმა, რაც იმან ნიშნავს, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა ის შეძლებს პარლამენტში ფრაქციის ფორმირებას, რადგან პარტიის სამმა წარმომადგენელმა ბერლინსა და ლაიფციგში მანდატები მიიღო.

ხმის მიცემის დასრულების შემდეგ გემანიის კანცლერობის ორივე მთავარმა კანდიდატმა, ოლაფ შოლცმა და არმინ ლაშეტმა განაცხადეს, რომ მზად არიან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. პარტიებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება და სავარაუდოდ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება.

მთავრობის სათავეში 2005 წლიდან ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ იყო. პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში, მერკელი არ ყოფილა გერმანიის კანცლერობის კანდიდატი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]