weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ღარიბაშვილის თქმით, ნამახვანჰესის ბედი უახლოეს ერთ თვეში გაირკვევა

12:58 ორშაბათი, 27 სექტემბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის ხელშეკრულებიდან თურქული კომპანია ენკა რინიუებლზის გასვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ინვესტორ კომპანიასთან დიალოგს გააგრძელებს და პროექტის ბედი უახლოეს ერთ თვეში გაირკვევა.

„ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა. ძალიან ბევრი რაღაც მიუღებელი იყო და ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან. ეს ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა და მეც მაწუხებდა, როგორც რიგით მოქალაქეს. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან.

მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ შემდგომ ბედს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, რისი გადახდა მოუწევს სახელმწიფოს ნამახვანჰესის ხელშეკრულების მოშლის შედეგად, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს არავინ იცის.

„ეგ არის ძალიან შორეული პრესპექტივა. არავინ იცის, რამდენის გადახდა მოგვიწევს თუ კომპანია დატოვებს, დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია შეაფასებს დახარჯული ინვესტიციების მოცულობას და ამის მიხედვით, მოხდება მოლაპარაკება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს. უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს. ასე რომ, ამ მიმართულებით პრობლემას ვერ ვხედავბ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში მთავრობის სტრატეგია მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება და ენერგეტიკის ექტორში მეტი ინვესტიციები იქნება და ამ მიმართულებით არავითარ დაბრკოლებას არ ელოდება.

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე თურქულმა კომპანიამ Enka Insaat Ve Sanayi A.S-მა გამოაქვეყნა, რომელიც „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებენ.

 

ამ თემაზე ნახეთ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის დირექტორის, ირაკლი მაჭარაშვილის შეფასება:

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]