weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი გახარიას პარტია ირაკლი კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

19:10 ორშაბათი, 27 სექტემბერი 2021

პარტიამ „საქართველოსთვის“ წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რომლითაც ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

კობახიძე პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ადანაშაულებს ნარკოტიკების მოხმარებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ნაკოტიკებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ირაკლი კობახიძისგან ვისმენთ ბრალდებებს ჩვენი გუნდის და ჩვენი გუნდის ლიდერის მისამართით. როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში და ვითხოვთ სწრაფი, ეფექტიანი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას.

პირველ რიგში, უნდა დაიკითხოს ირაკლი კობახიძე და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში დგება მისი პასუხისმგებლობა ცრუ დასმენაზე“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა და ტესტის ჩატარებისკენ მერობის სხვა კანდიდატებსაც მუწოდა. გახარიამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში“ შემოწმებაზე უარი განაცხადა, რადგან, მისი თქმით, ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის ბიუროში „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებდა. 17 სექტემბერს გახარიამ გამოაქვეყნა ავსტრიის ერთ-ერთი კერძო კლინიკაში ჩატარებული სისხლისა და შარდის ანალიზის პასუხი, რომელიც მიხედვითაც, ნარკოტიკების მოხმარება არ უდასტურდება. გიორგი გახარიას განცხადებით, თმის ნიმუშის კვლევის პასუხიც რამდენიმე დღეში იქნებოდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარია „კონკაინშიკად“, ანუ კოკაინის მომხმარებლად მოიხსენია: „ჩვენი ინფორმაციით, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში“, – განაცხადა მან.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ გახარიას მოუწოდა, კოკაინს შეეშვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]