weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავს

10:01 სამშაბათი, 28 სექტემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევიდან თბილისში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს. მის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული ავიაბილეთის ჯავშნის მიხედვით, კიევიდან დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამოემგზავრება და საქართველოში დაახლოებით 23 საათზე იქნება.

„საქართველოს გადარჩენა-არ გადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება, თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მას არანაირი პირადი ამბიცია არ ამოძრავებს და არ აპირებს თანამდებობისთვის ბრძოლას: „ვაპირებ ბრძოლას იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, საქართველო არამხოლოდ დარჩეს მსოფლიო რუკაზე, არამედ დაუბრუნდეს სწრაფ განვითარებას“.

მიხეილ სააკაშვილს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, „2 ოქტომბერს ქვეყანა, „ქართული ოცნება“ და სამართალი ერთად იზეიმებს“.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, 2018 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სააკაშვილმა 2015 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 2017 წელს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვა. 2019 წლის მაისში, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]