weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საპოლიციო ძალების მობილიზაციის გამო მარნეულში დაგეგმილი აქცია აღარ ჩატარდა

20:17 სამშაბათი, 28 სექტემბერი 2021
ფოტოზე - კადრები აზად ქერიმოვის ვიდეოდან ფოტოზე - კადრები აზად ქერიმოვის ვიდეოდან

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში დღეს დაგეგმილი აქცია საპოლიციო ძალების მობილიზაციის გამო გაუქმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შულავერში ავტობუსებითაც მიიყვანეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აზად ქერიმოვმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი აქციის ჩატარებას აპირებდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა უნდა გაეპროტესტებინა.

„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მობილიზებული სპეცრაზმი აპირებდა აქციის დარბევას, მომზადებული ჰქონდათ პროვოკაციის სცენარიც. ამიტომაც გადავწყვიტეთ არ ჩაგვეტარებინა აქცია. ეს მთავრობა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ ძალიან შეშინებულია და ყველგან მის აჩრდილს ხედავს. ხალხი დაიღალა ამ მთავრობით. როდამდე დარჩებიან დაშინებით და მუქარით იმ სკამზე“, – განაცხადა ტელეკომპანია „მთავართან“ აზად ქერიმოვმა.

აქციას წინ უძღოდა „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაურ დარგალის ბრიფინგი. დარგალმა გუშინ, 27 სექტემბერს, განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შულავერში აქციას გეგმავდა და მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით გზის გადაკეტვას აპირებდა.

„ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება“, – აცხადებდა ზაურ დარგალი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]