weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არის ეტაპი, როდესაც არჩევნები ვეღარ ყალბდება, ეს ეტაპი არის 2 ოქტომბერი – მელია

12:46 ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლება 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისთვის გამბედაობას ვერ მოიკრეფს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც „თავად იციან, რომ ამ არჩევნებს წააგებენ და ახალი არჩევნები ჩაინიშნება“.

„ეს გამბედაობა მათ არ აქვთ და თუკი გაბედავენ, შარშანდელი წლისგან განსხვავებით, კარგია, რომ ბევრ პოლიტიკურ პარტიას ბევრ უბანზე ჰყავს ბევრი კომისიის წევრი. ეს სიახლეა და ნამდვილად მისასალმებელია. უნდა ითქვას, რომ ჩვენ,

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გავაკეთეთ ანალიზი და შარშანდელი არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად 50% კომისიის წევრებისა შევცვალეთ, დამკვირვებლები, წარმომადგენლები ახალი ადამიანებით არიან დაკომპლექტებული და არც ის არის დასამალი, რომ პრაქტიკულად ყველა უბანზე იდგებიან ყველაზე სანდო ადამიანები ჩვენი გუნდის წევრებისა, მაჟორიტარებისა, ოჯახის წევრები იდგებიან.

დიახაც, ოჯახის წევრები იდგებიან და ასე აკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მაღალი აქტივობა ძალიან ინტენსიური მისვლა საარჩევნო უბნებზე დღის პირველ ნახევარშივე ხელისუფლებას აიძულებს, რომ ხელი აიღოს დანაშაულის ჩადენაზე და დიახაც, დანაშაულია, როდესაც ის ცდილობს გააყალბოს არჩევნები, რაც არ გამოუვა, ხალხო. არის ეტაპი, როდესაც არჩევნები ვეღარ ყალბდება. არის მოცემულობა, როდესაც მანიპულაციებით ფონს ვეღარ გადიხარ. არის ეს ეტაპი უკვე - 2 ოქტომბერი, ისტორიული თარიღი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია. მათ 64 საკრებულოს 2068 წევრი და 64 მერი უნდა აირჩიონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]