weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე მსჯელობენ – მედია

18:46 ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021

არალეგალურად მცხოვრებთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების ზრდის გამო, ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნის (ალბანეთი და სერბეთი), ასევე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმება განიხილება. ამის შესახებ გამოცემა EUobserver-ი 27 სექტემბრით დათარიღებულ, ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მათ მიერ ნანახი ეს შიდა დოკუმენტი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის დასავლეთბალკანური ტურის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ასევე ბალკანეთის და უკრაინის სამიტებამდე გამოქვეყნდა.

საქართველომ ვიზალიბერალიზაცია 2017 წლის მარტში მიიღო. როგორც EUobserver-ი წერს, ევროკომისია უვიზო მიმოსვლას მნიშვნელოვან მიღწევად განიხილავს, თუმცა ყველა ქვეყანა არ არის კმაყოფილი, რადგან ე.წ. ვიზის შეჩერების მექანიზმის საფრთხე აქტიურად განიხილება.

როგორც EUobserver-ი განმარტავს, სავიზო რეჟიმის განახლებისთვის აუცილებელია, რომ 50%-ით გაიზარდოს იმ პირების რაოდენობა, ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად რჩება ან თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს. ქვეყნებს, რომლებიც უარს ამბობენ, საკუთარი მოქალაქეების უკან მიღებაზე, შესაძლოა ასევე აღუდგეთ სავიზო რეჟიმი.

გამოცემის ინფორმაციით, მათ მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, გერმანია უკმაყოფილოა საქართველოთი, უკრაინითა და მოლდოვათი. მის მიერ დასახელებულ 10 ყველაზე პრობლემურ ქვეყნას შორის ალბანეთი და სერბეთიც არიან. საქართველოსთან დაკავშირებით, გერმანიამ მიუთითა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მოთხოვნები 51%-ით გაიზარდა. მაგალითად, მოლდოვას 429%-იანი ზრდა აქვს.

„მესამე ქვეყნების მხრიდან მცირე გაუმჯობესების ან გაუმჯობესების არ არსებობის შემთხვევაში, ევროკომისიამ, ჩვენი აზრით, ყურადღება უნდა გაამახვილოს, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის რეალური არჩევანია“, – ნათქვამია EUobserver-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.

EUobserver-ის თანხმად, საქართველოთი და ალბანეთით უკმაყოფილო იყო საფრანგეთიც. ჩეხეთის რესპუბლიკამაც მიუთითა, რომ მათაც დააფიქსირეს საქართველოს, მოლდოვას და უკრანის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების მაღალი რიცხვი. როგორც ჩეხებმა განაცხადეს, მიმდინარე წელს, უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე მოქალაქეები თავშესაფრის მთხოვნელთა 47.4% შეადგენენ, მაშინ, როდესაც 2016 წელს ეს მაჩვენებელი 38.5% იყო.

 

ამ თემაზე:

შტაინმაიერმა უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ინფორმაციას ყალბი უწოდა – საგარეო საქმეთა სამინისტრო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]