weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

შტაინმაიერმა უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ინფორმაციას ყალბი უწოდა – საგარეო საქმეთა სამინისტრო

19:07 ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყალბი უწოდა გამოცემა EUobserver-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს გერმანია დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნისთვის, ასევე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ამ საკითხზე კომენტარი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ, ყალბი ამბებია“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოცემა EUobserver-ის ინფორმაციით, მათ ნახეს 27 სექტემბრით დათარიღებული, ევროკავშირის შიდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, არალეგალურად მცხოვრებთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების ზრდის გამო, ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნის (ალბანეთი და სერბეთი), ასევე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმება განიხილება.

გამოცემის ინფორმაციით, მათ მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, გერმანია უკმაყოფილოა საქართველოთი, უკრაინითა და მოლდოვათი. მის მიერ დასახელებულ 10 ყველაზე პრობლემურ ქვეყნას შორის ალბანეთი და სერბეთიც არიან. საქართველოსთან დაკავშირებით, გერმანიამ მიუთითა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მოთხოვნები 51%-ით გაიზარდა. მაგალითად, მოლდოვას 429%-იანი ზრდა აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]