weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოდან EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 75%-ით შემცირდა – ზალკალიანი

22:12 ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021

„არათუ გაზრდილია, არამედ 75%-ით არის შემცირებული საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანი გამოეხმაურა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავენ.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი არის ძალიან კარგად, ბოლო ანგარიში - სავიზო ლიბერალიზაციის შესრულების ანგარიში არის უაღრესად პოზიტიური, სადაც ძალიან დადებითი შეფასება აქვს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის შესრულებას. ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ. ამიტომ არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

EUobserver-ის ინფორმაციით, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მიმართებაშიც ევროკავშირის ქვეყნები უვიზო მიმოსვლის გაუქმებას განიხილავენ. ამის მიზეზი კი არალეგალებისა და თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების რიცხვის ზრდაა. გამოცემის ინფორმაციით, მათ მიერ ნანახ დოკუმენტში საქართველოსთან დაკავშირებით გერმანიამ მიუთითა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მოთხოვნები 51%-ით გაიზარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ EUobserver-ის სტატიის შესახებ გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებაც გაავრცელა. შტაინმაიერმა EUobserver-ის ინფორმაციას ყალბი ამბავი უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]