„ეს მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები არაა. ეს საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს, მიდის თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ, რათა დავაკვირდეთ და შევამოწმოთ, რომ არ განმეორდება ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა“, – განაცხადა მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან.
გრეგოროვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არჩევნებისთვის პოზიტიური არ იქნება.
„მჯერა, რომ საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება. არ ვფიქრობ, რომ ეს ძირითადად პოზიტიური იქნება, რადგან ამ არჩევნებს სტაბილურობა სჭირდება. ეს კი ის არის, რაც მას არ მოაქვს. მე არ ვსაუბრობ მის პირად პოლიტიკაზე. მე მხოლოდ სიგნალებსა და სიმბოლოებს ვგულისხმობ. ვიმედოვნებ, რომ თუკი ის ჩამოვა, დაბრუნდება უფრო ჩუმად და არა 2 ოქტომბერს, როდესაც ამას ყველა ელოდება“, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.
2 ოქტომბრის არჩევნებს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, სულ შვიდი ევროპარლამენტარი დააკვირდება. ესენი არიან: მიჰაილ გალარი, მირიამ ლექსმანი, მარინა კალიურანდი, კატალინ ჩე, მარკეტა გრეგოროვა, ჯორდი სოლე და ანა ფოტიგა.