weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

17:57 ხუთშაბათი, 30 სექტემბერი 2021

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. მოთხოვნა „დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის“ ანაზღაურებაა.  

სამინისტროს მიერ ამ სარჩელის წარგენას წინ უძღოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გააუქმა და კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. რა წერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, უცნობია. დღეს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სამოტივაციო ნაწილი სასამართლოსგან ამ დრომდე ვერ მიიღეს.

„სასამართლოების სამი ინსტანციის განაჩენებით დადგენილია, რომ ალექსანდრე ნინუას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო დავით კეზერაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები.

აღნიშნული საქმე შეეხება მხოლოდ ერთ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფოსგან 5 მილიონზე მეტი ევროს მიტაცება მოხდა. სისხლის სამართლის საქმე არ გახლავთ მხოლოდ კორუფციასთან დაკავშირებული შემთხვევა, რადგან აღნიშნული თანხა უბრალოდ გადარიცხულ იქნა ოფშორულ კომპანიაში, ყოველგვარი საქონლის შეძენისა და მიწოდების გარეშე. ეს ქმედება ნათლად ასახავს იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რასაც წინა ხელისუფლება მიზანმიმართულად ავლენდა“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

პროკურატურა დავით კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას 2014 წლიდან ედავებოდა. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, 2008 წელს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან Girwood Business Corp.-სთან ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 060 000 ევრო გადაურიცხა. პროკურატურა აცხადებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბრძოლო სწავლების კურსები არ ჩატარებულა.

დავით კეზერაშვილი ამჟამად ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელია, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის წარდგენას სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმად აფასებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]