weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ყველაფერი გავრისკე, რათა ჩამოვსულიყავი – სააკაშვილი

10:21 პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ვიდეოს აქვეყნებს მას შემდეგ, რაც დღეს დილით განაცხადა, რომ საქართველოშია. ვიდეოში ის ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება და სულ მალე თბილისში იქნება.

„ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე. მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც მათ სატელიტებს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოგწონთ, ხმა მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება, მაგრამ საბოლოოდ ასრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე.

2-ში უნდა მივიდეთ, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ 3-ში შევიკრიბოთ, გავავსოთ რუსთაველი, თავისუფლების მოედანი და თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი, ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს, საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას, ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება.

აბა, თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ! მე ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა - მიდით არჩევნებზე. ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი გამოგვივა. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში“, – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.

სააკაშვილი, მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნებას, ხვალ, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს აპირებდა. 27 სექტემბერს მან Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს უნდა გამომგზავრებულიყო და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე ჩამოსულიყო. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დააკავებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

 

ამ თემაზე:

შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]