weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია

12:09 პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა.

„რა თქმა უნდა, საქართველოშია. რა თქმა უნდა, ის ინფორმაცია, რომელიც მან გაავრცელა, თავიდან ბოლომდე სიმართლეა და საბრალო კობახიძე. მთელი ამ დილის განმავლობაში ვერ გამოჩნდა ვერცერთი „ქართული ოცნებიდან“, ახლა გამოჩნდნენ და ჩამოშლილები არიან პრაქტიკულად. მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ როდესაც ქართველი ხალხი მას მოუხმობს, იგი იქნება იქ, სადაც იქნება საქართველოს მოსახლეობა. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება, რომ ამ გადამწვეტ მომენტში ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს უბედურება საქართველოში დავასრულოთ, არის, რა თქმა უნდა, სინამდვილე, ჭშეშმარიტება, სიმართლე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

დეკანოიძემ ყურადღება ხვალინდელ არჩევნებზე გაამახვილა და ყველას კენჭისყრაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ახლა რა არის მთავარი: ჩვენ ყველა ხვალ მივდივართ არჩევნებზე, მშვიდობიანად, წყნარად, მაღალი აქტივობით.

მივდივართ რეგისტრაციის ადგილზე. მე ვთხოვ ყველას, რომ ჩამოვიდნენ, მაგალითად, თბილისიდან ქუთაისში, ზესტაფონში, სამტრედიაში, სადაც არიან რეგისტრირებული. ხმას ვაძლევთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ხვალ ჩვენ საბოლოოდ უნდა გავიფორმოთ გამარჯვება“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოშია. საკუთარ ვიდეოში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება და მალე თბილისში იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ირწმუნება, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არც მის მიერ გავრცელებული ვიდეოა ბათუმში გადაღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]