„მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის პირველი ოქტომბერი და „ბიძინაობა“. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, პირველი ოქტომბერი. ცხრა წელი გავიდა პირველი ოქტომბრის გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, პირველ ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა „ბიძინაობის“ მილოცვამდე თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.