„დიდი ალბათობით, მე ახლა დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა, თქვენ იცით. მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი არ მქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საღამოს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები, ისე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უარყოფდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში იყო.