weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენმ აცხადებს, რომ ზუგდიდში „ქართული ოცნება“ ე.წ. კარუსელის ორგანიზებას ცდილობს

11:17 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ზუგდიდში, ქართული ოცნება საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელის ორგანიზებას ცდილობს. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, ასეთი საარჩევნო დარღვევა ზუგდიდს 81-ე და 84-ე უბანებში აღკვეთეს.

ანა წითლიძემ ბრიფინგზე იმ ადამიანების ვინაობა დაასახელა, რომლებიც, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებენ და იმ ადამიანების ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას, ვინც ზუგდიდში არ იმყოფებიან.

„ესენი არიან ზუგდიდში კაზინო „ვეგასის“ თანამშრომლები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დავალება „ქართული ოცნების“ შტაბიდან, კონკრეტულად, გია სალიასგან, რომ დღის განმავლობაში იმ კონკრეტულ უბნებზე, სადაც მათ ექნებათ პრობლემა, დაატრიალონ „კარუსელი“, ანუ შევიდნენ ყალბი პირადობის მოწმობებით და მისცენ ხმა იმ ადამიანების მაგივრად, რომლებიც არ არიან ზუგდიდში.

ჩვენ შევძელით პირველი ასეთი ფაქტის აღკვეთა – ეს იყო 81-ე და 84-ე უბნებზე. 55-ე და 56-ე უბნებზე ასევე იყვნენ არაუფლებამოსილი პირები. არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 52-ე უბანზეც, ეს არის ხურჩა.

მე მოვუწოდებ ყველა კომისიის წევრს და ჩვენს წარმომადგენლებს უბნებზე, იყავით ყურადღებით. ჩვენ დღის განმავლობაში მოგაწვდით და გავასაჯაროვებთ ყველა იმ ადამიანის სახელს და გვარს, ფოტოებს და სიას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „კარუსელში“ და მოახდინეთ თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. მოქალაქეები მერებს და საკრებულოს წევრებს ირჩევენ. ზუგდიდის N67 საარჩევნო ოლქში 119 849 ამომრჩეველია და 109 საარჩევნო უბანია გახსნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]