weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მომავლისთვის – ევროკავშირის ელჩი

11:42 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

დღეს არჩევნების დღეა. ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს არის დღე, როდესაც პოლიტიკოსებმა, კომენტატორებმა, აზრის შემქმნელებმა უნდა შეინარჩუნონ სიჩუმე და ეს არის დრო, როდესაც ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთებთან უნდა თქვან, რასაც ფიქრობენ“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის შეფასებით, სავალალოა, რომ ბოლო კვირების და ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება პოლარიზებული რჩება. მისი თქმით, ერთი რამ, რაზეც ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, ეს არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ხმის მიცემა.

„მე იმედი მაქვს, რომ დღეს ამომრჩევლები შეძლებენ ხმის მიცემას მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში. ასევე იმედი მაქვს, რომ თქვენ, ჟურნალისტები შეძლებთ იყოთ უსაფრთხოდ და დაცულად თქვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისას.

როგორც საქართველოს მეგობარსა და მხარდამჭერს, იმედი მაქვს, რომ ეს დღე იქნება დღე, როდესაც დემოკრატია უზრუნველყოფილი იქნება მისი ყველა მოქალაქისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მომავლისთვის, რომ დემოკრატიის ტესტი ჩაბარებული იყოს დამაჯერებლად“, – აღნიშნა ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ოდირისა და ევროპარლამენტარების, ვერდიქტს ხვალ მოვისმენთ.

19 აპრილს შეთანხმების თანახმად, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ქართული ოცნება“ ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთანხმება ძალაშია და „ქართული ოცნების“ დემარში არაფერს ცვლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]