weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახა კუჭავა და მისი მეუღლე საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით იმყოფებოდნენ

12:22 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და მისი მეუღლე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ქართული ოცნების პარტიული სიმბოლიკით და საარჩევნო ნომრით გაფორმებული პირბადეებით მივიდნენ, რაც კანონდარღვევაა, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

„ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. 79-ე მუხლის მიხედვით კი, წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის მოთხოვნათა დარღვევით მონაწილეობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]