weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენმ დედოფლისწყაროში პირველი უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს

15:13 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დედოფლისწყაროში, პირველი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს. როგორც თამარ კორძაიამ განაცხადა, აღნიშნულ უბანში საარჩევნო ყუთი დალუქული არ იყო.

„დედოფლისწყაროში, პირველ საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთი არ იყო დალუქული და 100-ზე მეტ ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული. ბუნებრივია, ჩვენმა წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს და ჩვენ ვითხოვთ უბნის ბათილობას, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას“, – განაცხადა კორძაიამ.

N14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ საჩივარი მიიღეს. მათი განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ნასრაშვილი ამ საკითხზე საარჩევნო უბანში იმყოფებოდა და პირველადი ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის მდივანზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

„ამ საკითხზე მოკვლევა უნდა ჩავატაროთ, თუმცა არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ყუთზე ლუქი ცოტა დაბლა იყო დაკრული.

შედგა აქტი ხელახლა დალუქვასთან დაკავშირებით, რომელსაც კომისიის ყველა წევრი, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელიც აწერს ხელს. ყველამ დაადასტურა, რომ ადგილი არ ჰქონია დარღვევას.

ამის შემდეგ შემოვიდა საჩივარი, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს ხმის მიცემის შეწყვეტას და არჩევნების უკანონოდ გამოცხადებას“, – განაცხადეს საოლქო საარჩევნო კომისიაში.

დედოფლისწყაროში, ისევე როგორც სხვა 63 მუნიციპალიტეტში, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ამომრჩევლები მერს და საკრებულოს წევრებს ირჩევენ. დედოფლისწყაროს ოლქში 21 302 ამომრჩეველია რეგისტრირებული და გახსნილია 24 საარჩევნო უბანი. პირველ საარჩევნო უბანზე, რომელიც ქალაქ დედოფლისწყაროში მდებარეობს, სულ 1339 ამომრჩეველია. 15:00 საათის მდგომარეობით, ხმა 396 ადამიანს აქვს მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]