„ხელმოწერა უკვე არსებობს, მერე რომ მზად იყვნენ და რაღაც ციფრები ჩაწერონ. ეს არის წარმოუდგენელი დარღვევა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.
ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, წინასწარ შევსებული შემაჯამებელი ოქმი განადგურდება და საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიის წევრებს ახალ შემაჯამებელ ოქმს გადასცემს.
„აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს 124-ე საარჩევნო უბანში შემაჯამებელ ოქმზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ხელმოწერების წინასწარ გაკეთების ფაქტზე. ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ოქმს შეადგენს და მასზე ხელმოწერები გაკეთდება კანონით დადგენილი წესით“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ცესკოს პრესსპიკერმა ყველა დონის საარჩევნო კომისიას მოუწოდა, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები.