weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქმარმა ცოლს გადააწოდა თანხა, მეორე შემთხვევაში პირიქით – მდინარაძე სავარაუდო მოსყიდვებზე

19:09 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე გააკეთა კომენტარი.

„მთელი დღის განმავლობაში ვნახეთ ორი ფაქტი, სადაც დაფიქსირდა ხელიდან ხელში თანხის გადაცემა. ერთ შემთხვევაში ქმარმა ცოლს გადააწოდა თანხა, მეორე - ბათუმის შემთხვევაში, პირიქით იყო – ცოლმა ქმარს გადააწოდა თანხა. ესეც უტყუარად არის დადასტურებული. ნამდვილად ცოლ-ქმარი არიან ორივე შემთხვევაში და ესეც იყო უტრირებული მაგალითები, თითქოს ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებს და საკრებულოს წევრებს ირჩევენ. 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 41.35% იყო, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია.

კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]