weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლი: კალაძე – 43%, მელია – 39%, გახარია – 7%

20:08 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში, 18:00 საათის მონაცემებით, „ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 43% აიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კი 39%. ხმების 7% აქვს პარტია „საქართველოსთვის ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ეგზიტოპოლის შედეგების მიხედვით, თბილისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ აიღო.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის წინასწარ მონაცემებს უახლოეს რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს.

 

ამ თემაზე:

„გორბის“ ეგზიტპოლი: კალაძე – 51.3%, მელია – 34.6%, გახარია – 5.6%

„იპსოსის“ ეგზიტპოლი: მელია – 40.8%, კალაძე – 40.2%, გახარია – 8.7%

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]