ეგზიტოპოლის შედეგების მიხედვით, თბილისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ აიღო.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის წინასწარ მონაცემებს უახლოეს რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს.
ამ თემაზე:
„გორბის“ ეგზიტპოლი: კალაძე – 51.3%, მელია – 34.6%, გახარია – 5.6%
„იპსოსის“ ეგზიტპოლი: მელია – 40.8%, კალაძე – 40.2%, გახარია – 8.7%