„ვულოცავ „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენს პარტიას, ქვეყანას და ხალხს ვულოცავ. ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს.
ასევე, მინდა, მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა. ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები აირჩიეს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის წინასწარ შედეგებს უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.