weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მასშტაბით 46% აქვს

22:01 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც 18:00 საათის მონაცემებს ასახავს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პროპორციული ხმების ნაწილში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით 46% აიღო.

საქართველოს მასშტაბით ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართულმა ოცნება“ – 46%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 33%

„საქართველოსთვის“ – 6%

„ევროპული საქართველო“ – 2%

„გირჩი“ – 2%

„ლელო“ – 2%

„მესამე ძალა“ – 1%

„ხალხისთვის“ – 1%

„გირჩი“ – 1%

„ლეიბორისტები“ – 1%

„პატრიოტები“ – 1%

„მოქალაქეები“ – 1%

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 14 660 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%-ია.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს ჯამში 2068 წევრი (პროპორციული და მაჟორიტარული წესით) აირჩიეს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.

 

საერთაშორისო პარტნიორობის შუამავლობით, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა იმ საბაბით, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას არ უერთდებოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი მხოლოდ 2 სექტემბერს მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ უფლებას, 43%-იანი ბარიერის შესახებ აღებულ ვალდებულებას გაექცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]