საქართველოს მასშტაბით ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართულმა ოცნება“ – 46%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 33%
„საქართველოსთვის“ – 6%
„ევროპული საქართველო“ – 2%
„გირჩი“ – 2%
„ლელო“ – 2%
„მესამე ძალა“ – 1%
„ხალხისთვის“ – 1%
„გირჩი“ – 1%
„ლეიბორისტები“ – 1%
„პატრიოტები“ – 1%
„მოქალაქეები“ – 1%
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 14 660 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%-ია.
დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს ჯამში 2068 წევრი (პროპორციული და მაჟორიტარული წესით) აირჩიეს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.
საერთაშორისო პარტნიორობის შუამავლობით, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა იმ საბაბით, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას არ უერთდებოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი მხოლოდ 2 სექტემბერს მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ უფლებას, 43%-იანი ბარიერის შესახებ აღებულ ვალდებულებას გაექცეს.