weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„გორბის“ ეგზიტპოლით, „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მასშტაბით 47.6% აქვს

22:14 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, 18:00 საათისთვის, საქართველოს მასშტაბით პარტიებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 47.6%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27.1%

„საქართველოსთვის“ – 6.8%

„ლელო“ – 2.8%

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 2.8%

„ევროპული საქართველო“ – 2.6%

„ლეიბორისტული პარტია“ – 1.8%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 1.6%

„მესამე ძალა“ – 1.3%

„მოქალაქეები“ – 1%

„გირჩი“ – 0.9%

სხვა – 3.7%

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ეგზიტპოლი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 120 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, აქედან 48 უბანი დედაქალაქში მდებარობდა. გამოკითხული რესპოდენტები შერჩეულნი იყვნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. სულ გამოიკითხა 11 000 ამომრჩეველი. შედეგების ცდლომილება 95%-იანი სანდოობით ვარირებს, +/-3.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს ჯამში 2068 წევრი (პროპორციული და მაჟორიტარული წესით) აირჩიეს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.

 

საერთაშორისო პარტნიორობის შუამავლობით, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა იმ საბაბით, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას არ უერთდებოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი მხოლოდ 2 სექტემბერს მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ უფლებას, 43%-იანი ბარიერის შესახებ აღებულ ვალდებულებას გაექცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]