ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 47.75 %
- „ნაციონალური მოძრაობა“ – 30.93%
- „გახარია - საქართველოსთვის“ – 7.33 %
- „ლელო“ – 2.65%
- „ევროპული საქართველო“ – 1.78
- „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1.26%
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1.43%
- „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.36%
- „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 1.25%
- „გირჩი“ – 0.71 %
- „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 0.61%
- „ელენე ხოშტარია - დროა“ – 0.38 %
- „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ – 0.72%
2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს ჯამში 2068 წევრი (პროპორციული და მაჟორიტარული წესით) აირჩიეს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და მას შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.