weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ოცნებას“ 47.75% აქვს – წინასწარი შედეგები

10:06 კვირა, 03 ოქტომბერი 2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 47.75%-მა დაუჭირა მხარი. ამ დროისთვის [9:54] ცესკოს 3743 უბნიდან მხოლოდ 2332 უბნის (62.3%) შედეგები აქვს დათვლილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 47.75 %
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 30.93%
  • „გახარია - საქართველოსთვის“ – 7.33 %
  • „ლელო“ – 2.65%
  • „ევროპული საქართველო“ – 1.78
  • „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1.26%
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1.43%
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.36%
  • „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 1.25%
  • „გირჩი“ – 0.71 %
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 0.61%
  • „ელენე ხოშტარია - დროა“ – 0.38 %
  • „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ – 0.72%

2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს ჯამში 2068 წევრი (პროპორციული და მაჟორიტარული წესით) აირჩიეს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და მას შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]